Thumbnail

პარი სენ-ჟერმენმა სევილიას შემტევი დაიმატა - 18 მილიონი ესპანელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პარიზელებმა ესპანური გუნდის შემტევში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს
  • პაბლო სარაბია ფრანგულ კლუბში 5 წელი ითამაშებს

პარი სენ-ჟერმენმა ესპანური სევილიიდან შემტევი პაბლო სარაბია დაიმატა. ფრანგებს მისი ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდათ. პაბლო გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლიონელ მესის შემდეგ, 27-წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც 10 გოლზე მეტი გაიტანა და 10-ზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა. პაბლოს სევილიურ ანგარიშზე ლა ლიგის 151 მატჩში 43 გოლი და 38 საგოლე გადაცემა.

სარაბიას პარიზულ გუნდში კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი დახვდება. პარი სენ-ჟერმენის ღირსებას ხუან ბერნატი იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები