Thumbnail
  • კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა.
  • იტალიელი მწვრთნელი “სკუადრა აძურაში” მუშაობაზე უარს ამბობს.

კარლო ანჩელოტის აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი მანჩესტერ სიტია. 58 წლის იტალიელი, რომელიც ბოლოს ბაიერნს წვრთნიდა, ახლა კი უმუშევარია, მიიჩნევს, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების ნომერ პირველი კანდიდატია.

“ჩემპიონთა ლიგის პროგნოზირება ყოველთვის ძალიან რთულია. ამ მომენტში ფავორიტად მანჩესტერ სიტი მიმაჩნია. მიზეზი მარტივია: სიტი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და საუკეთესო ფორმაშია. ვფიქრობ, ხოსეპ გვარდიოლას ტრიუმფის ყველაზე დიდი შანსი აქვს,” - განაცხადა ანჩელოტიმ “კორიერე დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბაიერნს მერვედფინალში ბეშიქთაშის სახით ადვილი მეტოქე შეხვდა

ანჩელოტიმ ყოფილი გუნდის შანსებზეც ისაუბრა: “ბაიერნს მერვედფინალში ბეშიქთაშის სახით ადვილი მეტოქე შეხვდა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუნხენელები ამ ბარიერს უპრობლემოდ გადალახავენ. ჩემპიონთა ლიგის მოგება, რა თქმა უნდა, ბაიერნსაც შეუძლია, ისევე, როგორ სხვა გრანდებს. უბრალოდ, დღეისათვის საუკეთესო სიტია.”

ხსენებულ ინტერვიუში ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ნაკრებში მუშაობა არ სურს და მხოლოდ კლუბში მუშაობის ვარიანტს განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები