- NBC იმ კალათბურთელებს ასახელებს, რომლებიც შესაძლოა უორიორსმა დაიმატოს
- შვიდ თავისუფალ აგენტს შორის 35 წლის ქართველი ცენტრიც არის დასახელებული
- ზაზა ფაჩულიას სხვებთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს
35 წლის ზაზა ფაჩულია შესაძლოა ისევ გოლდენ სტეიტ უორიორსში დაბრუნდეს, რომელთან ერთადაც NBA-ს ჩემპიონი ორჯერ გახდა. გასული სეზონი ქართველმა ცენტრმა დეტროიტში გაატარა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია და კლუბს ეძებს.
NBC ასახელებს შვიდ თავისუფალ აგენტს, რომლებიდანაც ერთ-ერთი შესაძლოა უორიორსმა ამ ზაფხულს დაიმატოს. გამოცემის ჩამონათვალში ფაჩულიასთან ერთად დასახელებულნი არიან: ტაისონ ჩანდლერი, კოსტა კოფუსი, პატრიკ მაკკოუ, გრეგ მონრო, უილსონ ჩანდლერი და ნენე.

NBC თითოეულ კალათბურთელს ახასიათებს, ზაზაზე კი წერს:
"შესაძლოა, ამ იდეას უორიორსის ზოგიერთი გულშემატკივარი ამრეზით შეხვდეს, მაგრამ ფაჩულია გოლდენ სტეიტის გასახდელში ნდობას შესვლისთანავე მოიპოვებს. ის დაეხმარა გუნდს NBA-ს ჩემპიონობის ორჯერ მოპოვებაში, ამ ორწლიან პერიოდში კი 127 მატჩი სასტარტოში ჩაატარა.
ფაჩულიას, რომელიც 35 წლისაა, აქვს ერთი თვისება, რაც სხვა თავისუფალ აგენტების უმეტესობას არ აქვს: ის უმალ მოერგება უორიორსის სისტემას".
კომენტარები