Thumbnail
  • ვაკო MLS-ის ტურის სიმბოლურში 
  • ქართველი ამერიკაში კვირის საუკეთესო გახდა
მე-17 ტურის სიმბოლური

ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სან ხოსე ერზქვეიკის ქართველმა ლეგიონერმა ლოს ანჯელეს გელექსისთან 3:0 მოგებულ მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა. მანამდე, ოთხშაბათს, ვაკომ ჰიუსტონ დინამოს კარში დუბლი შეასრულა. 

ვაკო MLS-ში უკვე მესამე სეზონს ატარებს, 26 წლის ფეხბურთელს უკვე 4 მატჩია, რაც გოლი გააქვს (სულ 6). კვირის საუკეთესო მოთამაშეს მედია და ფანები ერთობლივად ასახელებენ. 

ყაზაიშვილი მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ვაკოსთან ერთად მოხვდა უეინ რუნიც. მწვრთნელად კი სან ხოსეს არგენტინელი თავკაცი მატიას ალმეიდა დასახელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები