Thumbnail

'სასაცილო ვერაფერი ვნახე' - პოლ გასქოინი სნუპ დოგის ხუმრობამ გააღიზიანა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გაზა სნუპ დოგს გაუბრაზდა
  • ამერიკელმა რეპერმა ინსტაგრამზე გასქონის ფოტო გამოაქვეყნა...

გასულ კვირას ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა - სნუპ დოგმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მარიხუანას ეფექტის ალკოჰოლის ეფექტთან შედარება, რატომღაც პოლ გასქოინის საშუალებით მოინდომა.

ფოტოზე ინგლისის ნაკრების, ლაციოს და ტოტენჰემ ჰოთსპურის ყოფილი წევრი 20 და 47 წლის ასაკშია გამოსახული, იგივე ასაკის სურათებშია გამოსახული თვითონ რეპერიც. სნუპ დოგის ამ ქმედებას გაქკოინიც მალე გამოეხმაურა.

'გაზამ' ტვიტერზე ძაღლის ფოტო გამოქვეყნა, რომელიც მისი აზრით სნუპ დოგს ძალიან ჰგავს "სალამი სნუპ, აწიე შენი ერთი ადგილი ლოგინიდან, უოლკის დაძინების დროა..." - წერდა გასქონი ტვიტერზე.

"ესპანეთში ვიყავი საქველმოქმედო მატჩზე, უკან რომ ვბრუნდებოდი, აეროპორტში დაშვებისას ჩემი ტვიტერი აფეთქდა - მეთქი რა ხდება..." - იხსენებს გასქოინი. "როდესაც გავიგე რაც სნუპ დოგმა დაპოსტა ვიფიქრე 'რატომ მე? ეს 6 წლის წინ მოხდა...' არადა ამ კაცის დიდი ფანი ვარ, არ მჯეროდა."

"მარიხუნა სასმელის წინააღმდეგ - კრივში ვიწვევ! საქვემლმოქმედო მატჩი გავმართოთ. მაგრამ ცოტა სხვა კუთხით რომ შევხედოთ, რანაირი საქციელია? როდესაც ეს დამემართა და გამოვჯანმრთელდი მაშინ ყველას მხარში ვედექი, ძალიან მინდოდა ამ ამბისთვის ხუმრობით შემეხედა მაგრამ არ გამოვიდა, სასაცილო ვერაფრი ვნახე." - ამბობს ნაწყენი პოლ გასქოინი.

კომენტარები

ბოლო ამბები