Thumbnail

კლეი ტომპსონი გოლდენში დარჩა - მაქსიმალური კონტრაქტი უორიორსისგან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კლეი ტომპსონმა გოლდენ სტეიტთან მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა
  • გოლდენი ჩემპიონობის დასაბრუნებლად იბრძოლებს

კლეი ტომპსონმა გოლდენ სტეიტთან მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე ამერიკული წყაროს ინფორმაციით, ტომპსონი გოლდენში დარჩა და იქ კიდევ 5 წლის განმავლობაში ითამაშებს, რა დროშიც 190 მილიონ დოლარს მიიღებს.

კლეის მომავალი სეზონის გარკვეული ნაწილი გაუცდება. მან ტრავმა უნდა მოიშუშოს. მანამდე გოლდენს სტეფ კარიმ, დრეიმონდ გრინმა და დე ანჯელო რასელმა უნდა ულიდერონ. ხუთგზის ოლ სტარის მონაწილე გასულ სეზონში 21,5 ქულას, 3,8 მოხსნასა და 2,4 გადაცემას აგროვებდა.

უორიორსმა ტომპსონი 2011 წლის NBA-ს დრაფტზე მე-11 ნომრად აირჩია. 8 წლის განმავლობაში კლეიმ NBA-ს ბეჭედი გოლდენთან ერთად 3-ჯერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები