Thumbnail

150 000 ყველა ფედერაციას - უეფა ქალთა ფეხბურთის დაფინანსებას ზრდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფა ქალთა ფეხბურთს დაფინანსებას უზრდის
  • მომავალი წლიდან ფედერაციები 50 000 ევროთი მეტს მიიღებენ

მსოფლიოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 8 გუნდიდან 7 ევროპიდან იყო და ნახევარფინალში სამი გავიდა (ინგლისი, ჰოლანდია და შვედეთი, მეოთხე გუნდი აშშ-ის ნაკრებია). უეფაში გადაწყვიტეს, რომ ამ წარმატების შემდეგ, ქალთა ფეხბურთის დაფინანსება გაზარდონ.

ორშაბათს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უეფას წევრი ფედერაციები ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის, მომავალი წლიდან ყოველწლიურად 150 000 ევროს მიიღებს. აქამდე ეს თანხა 100 000 ევროს შეადგენდა.

ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრებს შეხვდება

“ქალთა ფეხბურთის პოტენციალი უსაზღვროა. უეფა ვალდებულია, ქალთა ფეხბურთს უფრო მეტად დაუჭიროს მხარი,” - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

დღესდღეობით, ევროპაში ფეხბურთს 1,3 მილიონი გოგონა თამაშობს. უეფას მიზანია, რომ 2024 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 2,5 მილიონამდე გაიზარდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები