Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეორე წრეშია
  • კოლშრაიბერმა პირველ ჩოგანს წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე სეტში გაუწია

სენსაცია, რა თქმა უნდა, არ მოხდა! უიმბლდონის ღია პირველობის პირველ წრეში, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი სამ სეტში, 6:3, 7:5, 6:3 დაამარცხა. ნოლეს მოსაგებად 2 საათი და 3 წუთი ეყო.

არადა, მატჩი კოლშრაიბერისთვის შესანიშნავად დაიწყო: ჯოკოვიჩმა პირველივე მოწოდება დათმო, თუმცა მეორე გეიმშივე შეძლო ბრეიკის აღება, თავისი მოწოდებაც მოიგო და მეოთხე გეიმშიც აიღო ბრეიკი, რის შემდეგაც ანგარიში 3:1 გახდა. საბოლოოდ, ნოლემ პირველი სეტი 6:3 მოიგო. მეორე სეტი დაძაბული გამოდგა, მაგრამ კოლშრაიბერმა ტურნირის მთავარ ფავორიტს ვერაფერი მოუხერხა - 7:5 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ კოლშრაიბერმა მეორე სეტშიც შეძლო ნოლეს მოწოდების მოგება. მესამე სეტი სერბმა უკვე უპრობლემოდ მოიგო.

ნოვაკის მეტოქე მეორე წრეში ამერიკელი დენის კუდლა იქნება, რომელიც რეიტინგში 111-ე ადგილზეა და ცხადია, რომ ჯოკოვიჩს არც მისი დამარცხება გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ნოლემ შარშან, ფინალში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი დაამარცხა და ეს მისი მეოთხე ტრიუმფი იყო უიმბლდონზე. საერთო ჯამში, სერბს 15 დიდი სლემი აქვს მოგებული და რაფაელ ნადალს სამი (18), როჯერ ფედერერს კი 5 გამარჯვებით (20) ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები