Thumbnail

'ეს ლა ლიგას მოკლავს' - ხოსეპ გვარდიოლა სუპერლიგის წინააღმდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პეპის აზრით, რეალისა და ბარსას გარეშე, პრიმერა საინტერესო არავისთვის იქნება
  • 48 წლის მწვრთნელი მიიჩნევს, რომ სუპერლიგა ეროვნულ ლიგებს დააზარალებს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ევროპის სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ გამოდის, რომელშიც ჩანაფიქრის თანახმად, კონტინენტის საუკეთესო კლუბები უნდა გაერთიანდნენ.

ცნობილია, არსებობს პროექტი, რომლის თანამხად, ევროპის ტოპკლუბები, უეფას გვერდის ავლით, დამოუკიდებელ სუპერლიგაში უნდა გაერთიანდნენ. სუპერლიგის შექმნის ინიციატორთა შორის ბაიერნი, დორტმუნდი, რეალი, იუვენტუსი, არსენალი, ბარელონა და მილანი სახელდებიან. 

"სუპერლიგის შექმნა ეროვნულ ჩემპიონატებს მოკლავს. თუკი ბარსელონა და რეალი პრიმერას დატოვებენ და არ ითამაშებენ ესპანიოლის წინააღმდეგ, ვინ დაინტერესდება ჩემპიონატით? ესპანური ლიგა მოკვდება. ინგლისში ჭკვიანი ხალხია, მეოთხე დივიზიონის თამაშებზეც კი სავსე ტრიბუნები გვხვდება. ინგლისში არ დაუშვებენ ადგილობრივი ფეხბურთის გარდაცვალებას,

ჩემპიონთა ლიგის მთელი სიდიადე იმაშია, რომ ის ყოველკვირეული არაა. ამ ტურნირის მატჩები თუ  ყოველ უქმეებზე გაიმართება, მომხიბვლელობას დაკარგავენ. ბარსასა და ესპანიოლის დაპირისპირება კი ქალაქისთვის აუცილებელია და რაც მეტი კატალონიური კლუბი იქნება პრიმერაში, მით უკეთესი. 

თუკი ბოლოს მოვუღებთ შიდა ჩემპიონატებს, არავინ დაიწყებს იმ გუნდების თამაშების ყურებას, რომლებსაც ევროპულ ლიგაში მოხვედრის შანსი არ აქვთ", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს Goal
 
48 წლის ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმდე მწვრთნელად, მიუნხენის ბაიერნსა და ბარსელონაში უმუშავია. კატალონიელმა სპეციალისტმა ბარსას ერთად ლა ლიგა სამჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი ორჯერ. ბაიერნში ყოფნისას მან ბუნდესლიგა 3-ჯერ მოიგო, სიტისთან ერთად კი ინგლისის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები