Thumbnail

ინფარქტიდან 2 თვის შემდეგ - კასილიასმა ვარჯიში დაიწყო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იკერ კასილიასმა პორტუსთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
  • ესპანელი კარიერის დამთავრებას ჯერ არ აპირებს

მაისის დასაწყისში, იკერ კასილიასმა პორტუში ვარჯიშის დროს გულის ინფარქტი მიიღო და ოპერაცია გადაიტანა. მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ 38 წლის ესპანელი მეკარე კარიერას დაამთავრებდა, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი იმდენად კარგადაა, რომ კასილიასი კარიერას აგრძელებს!

იკერმა ოპერაციის შემდეგ რამდენჯერმე უარყო გავრცელებული ცნობები კარიერის დასრულების შესახებ, ახლა კი პორტუში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. “რა თქმა უნდა, დადგება დღე, როცა კარიერას დავამთავრებ, მაგრამ ნება მომეცით, ეს მაშინ გავაკეთო, როცა ამის დრო მოვა,” - ამბობდა კასილიასი.

იკერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, პოსტში კი დაწერა: “სამსახურს დავუბრუნდი, პირველი დღე”.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასი პორტუში 2015 წელს, მადრიდის რეალიდან გადავიდა, სადაც 700-ზე მეტი აქვს ჩატარებული. ‘სამეფო კლუბთან’ ერთად მას ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული, ესპანეთის ნაკრებში კი ორჯერ გახდა ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები