Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები - TOP 10
  • დავით ხოჭოლავას ფასი 2 მილიონი ევროთი გაიზარდა

Transfermarkt მუდმივად ანახლებს მოქმედ ფეხბურთელთა სავარაუდო ფასებს. უკანასკნელ დღეებში ეს ცვლილებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც შეეხო და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა TOP 10-შიც ვითარება შეიცვალა. 

ხოჭოლავა - უკვე €5 მილიონი

პირველ რიგში ცვლილება შეეხო დონეცკის შახტარის ცენტრალურ მცველ დავით ხოჭოლავას, რომლის ფასიც 2 მილიონით გაიზარდა. ახლა 26 წლის მოთამაშეს, რომელსაც შახტართან კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს, 5 მილიონი ღირს.

ხოჭოლავას ფასი 2 მილიონით გაიზარდა

ეს კი მისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია - ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიაში ხოჭოლავა ისევ მესამეა, საბა კვერკველიასა (10) და გიორგი ჩაკვეტაძის (9) შემდეგ. 

ხარაიშვილი მილიონს გადაცდა

შვედეთის ოლსვენსკანში კარგი თამაში დაუფასდა 22 წლის გიორგი ხარაიშვილს. მისი ფასი 400 ათასი ევროთი გაიზარდა და ახლა გიოტებორგის ნახევარმცველი 1.2 მილიონი ღირს. თუ ერთი თვის წინათ, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს ტოპათეულში მოხვედრას, ახლა გიორგი მხოლოდ მე-11 ადგილზეა. 

ხარაიშვილს შვედეთში კარგი თამაში დაუფასდა

ვაკო მინუსში, ლუკა პლუსში

29 ივნისს Transfermarkt-მა პოლონეთში მოთამაშეთა სავარაუდო ფასები განაახლა. არკას 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ახლა 650 ათასი ევროს ნაცვლად, 1 მილიონი ღირს. სამაგიეროდ, დააკლდა ფასი ვაკო გვილიას, ლეგიას ახალწვეული 1.25 მილიონის ნაცვლად 1 მილიონი ღირს. შესაბამისად, ვაკო ყველაზე ძვირადღირებულ ქართველთა ათეულიდან გავარდა. 

საქართველოს ნაკრები. TOP 10

1. საბა კვერკველია (ლოკომოტივი მ) - €10 მლნ

2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - €9 მლნ

3. დავით ხოჭოლავა (შახტარი) - €5

4. გიორგი ქვილითაია (გენტი) - €2.5 

5. გია გრიგალავა (არსენალი ტ) - €1.75

6. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - €1.5

6. ჯიმი ტაბიძე (უფა) - €1.5

6. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - €1.5

6. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - €1.5

10. ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - €1.25

7 ფეხბურთელი €1 მილიონი ღირს:

გურამ კაშია (სან ხოსე), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი), ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი), ლუკა ზარანდია (არკა), ვაკო გვილია (ლეგია), ჯაბა კანკავა (ტობოლი). 

კომენტარები

ბოლო ამბები