Thumbnail
  • კატალონიელები მილანის ინტერიდან ლაუტარო მარტინესის გადაბირებას აპირებენ
  • ბარსელონას 21 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 112 მილიონი ევრო დაუჯდება

ბარსელონა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენას აპირებს და მზადაა, მილანის ინტერს მის სანაცვლოდ 112 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ Radio la red იუწყება.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობაში ფიქრობენ, რომ 21 წლის არგენტინელი უფრო პერსპექტიული ფეხბურთელია, ვიდრე მისი თანამემამულე და თანაკლუბელი მაურო იკარდი. იუწყებიან, რომ მისი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ინტერი ედინ ჯეკოსა და რომელუ ლუკაკუს გაფორმებას შეძლებს.

ლაუტარო ამჟამად ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე გამოდის, სადაც მისი შედეგიანი დარტყმების წყალობით, არგენტინამ ვენესუელას ¼-ფინალში მოუგო (2:0), მანამდე კი - ჯგუფში ყატარს (2:0) აჯობა.

ლეო მესი და ლაუტარო მარტინესი შესაძლოა თანაკლუბელები გახდნენ

მარტინესი ინტერში ერთი წლის წინ არგენტინული რასინგიდან 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მილანელებთან მის კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად კი სწორედ 112 მილიონი ევრო წერია. ახალგაზრდა არგენტინელმა თავდამსხმელმა 2018/19 წლების სეზონში ინტერის მაისურით ყველა ტურნირის 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ეროვნულ ნაკრებში ლიონელ სკალონის მოსვლის შემდეგ კი, მარტინესი 9 მატჩში 5 გოლით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები