Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიას პოსტი ინსტაგრამის სთორიში
  • ქართველმა კლეი ტომპსონი გამოიწვია

ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი მეგობრები არიან. ქართველი კალათბურთელი არასდროს მალავდა, რომ გოლდენ სტეიტში თამაშისას, საუკეთესო ურთიერთობა სწორედ მასთან ჰქონდა. მარტის ბოლოს, როდესაც ფაჩულიას დეტროიტი ოკლენდში სათამაშოდ ჩავიდა, ზაზას შარშანდელი საჩემპიონო ბეჭედი სწორედ კლეი ტომპსონმა გადასცა. ცნობილია, რომ ზაზა და კლეი ერთმანეთს ჩატენვებში ეჯიბრებიან ხოლმე.

35 წლის ქართველმა ცენტრმა ინსტაგრამზე, სთორიში ვიდეოთამაშ 2K-ს ვიდეო გამოაქვეყნა, კლეი ტომპსონი მონიშნა და დაწერა: 'კლეი, ამის გაკეთება შეგიძლია?'

ცოტა ხნის წინ, ფაჩულია ინსტაგრამზე მეგობრის ტრავმას გამოეხმაურა. “მე მას უკვე ვესაუბრე. მინდა, ჩემს ძმას სწრაფად გამოჯანმრთელება აქაც ვუსურვო. მალე დაბრუნდი, კლეი. მინდა, შენთან ჩატენვების შეჯიბრება გავაგრძელო,” - დაპოსტა ზაზამ.

კლეიმ ფაჩულიას პასუხი არ დაუგვიანა: “მადლობა, ჩემო მეგობარო. მე ცალი ფეხითაც კი შენზე მაღლა ვხტები!”

როგორც იცით, უორიორსის ვარსკვლავმა NBA-ს ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში, ტორონტოსთან უმძიმესი ტრავმა მიიღო. ტომპსონმა მუხლის მყესი გაიწყვიტა და გოლდენ სტეიტს მინიმუმ წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები