Thumbnail

ტრანსფერი | ინტერის დაცვას ახალი შეფი ჰყავს! გოდინი ოფიციალურად დადასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანის ინტერმა ზაფხულის მეოთხე ტრანსფერი დაადასტურა
  • დიეგო გოდინი ‘ნერაძურისთან’ 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს

ყველამ იცოდა, რომ ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებდა, ახლა კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 33 წლის მცველი მადრიდის ატლეტიკოს ფანებს ჯერ კიდევ მაისში დაემშვიდობა. ესპანურ კლუბში გატარებული 9 წლის შემდეგ, გოდინი ინტერში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გადავიდა. ეს ინფორმაცია მილანურმა კლუბმა ორშაბათს დილით, ოფიციალურად დაადასტურა.

გოდინი, რომელმაც ატლეტიკოსთან ერთად 2014 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ გახდა ევროპალიგის გამარჯვებული და ერთხელ მოიგო ესპანეთის თასი, ინტერში 3-წლიან კონტრაქტს მიიღებს. მისი ხელფასი ‘ნერაძურიში’ წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება (პლუს ბონუსები).

მატეო პოლიტანოს, ედი სალსედოს და გაბრიელ ბრაზაოს შემდეგ, გოდინი მომავალი სეზონისთვის ინტერის რიგით მეოთხე ახალწვეულია.

კომენტარები

ბოლო ამბები