Thumbnail

ბითაძის ინდიანამ ტრეიდები განახორციელა - რა შეიცვალა გოგასთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მალკოლმ ბროგდონი პეისერსის გამთამაშებელია
  • ინდიანამ დაიმატა ჯერემი ლემბიც

1 ივლისიდან NBA-ში სატრანსფერო სეზონი გაიხსნა - თავისუფალ აგენტებს კლუბებთან მოლაპარაკების უფლება მიეცათ, კლუბებს კი გაცვლების შეთანხმების. 

ESPN-ის ექსპერტმა ადრიენ ვოინაროვსკიმ დაწერა, რომ ინდიანა პეისერსმა შეათანხმა ტრეიდი მილუოკისთან და მალკოლმ ბროგდონი აიყვანა. მას 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ 85 მილიონი დოლარით. 

Bleacher Report-ს თუ დავუჯერებთ - შეთანხმების თანახმად, ინდიანადან მილუოკიში დრაფტის პირველი და მეორე წრეში ასაყვანი (2) მოთამაშეები მიდიან.

ინდიანა შეუთანხმდა თავისუფალ აგენტ ჯერემი ლემბსაც. ასევე გუნდიდან იუტაში წავიდა ბოგდანოვიჩი. მიდის თადეუს იანგიც, რელიგიური შეხედულების გამო კარიერა დაასრულა კოლისონმა. 

მედიის აზრით, სასტარტო ხუთეული 2019 წელს ასეთი იქნება: გამთამაშებელი - მალკოლმ ბროგდონი, მსროლელი - ვიქტორ ოლადიპო, მსუბუქი ფორვარდი - ჯერემი ლემბი, მძიმე ფორვარდი - დომანტას საბონისი, ცენტრი - მაილტ ტერნერი.

სარეზერვო ხუთეული კი ასეთი იქნება: გამთამაშებელი - აარონ ჰოლიდეი, მსროლელი სტივენ ჰიკსი, მცირე ფორვარდი - ტი ჯეი უორენი, მძიმე ფორვარდი - ალიზ ჯონსონი, ცენტრი - გოგა ბითაძე. 
როტაციაში იქნებიან ასევე: ედმონდ სამნერი, დევონ რიდი და კაილ ო'ქვინი. 

კომენტარები

ბოლო ამბები