Thumbnail

მინსკი 2019 | კრაკოვში შეხვედრამდე - ევროპული თამაშები საზეიმოდ დაიხურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპული თამაშები - 21-30 ივნისი
  • მესამე ევროპული თამაშები 2023 წელს კრაკოვში გაიმართება

მინსკის სტადიონზე სამ საათზე მეტი გრძელდებოდა მეორე ევროპული თამაშების საზეიმო დახურვის ცერემონიალი. სორტსმენთა აღლუმში სხვებთან ერთად, ქართველმა ათლეტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ევროპული თამაშები 21-30 ივნისს ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარეობდა. მასში ევროპის 50 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაცია იქ ძალზე წარმატებულად გამოვიდა - 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო მოიპოვა და ჯამში 30 მედლით გუნდურ მე-7 ადგილზე გავიდა (მედლების რიცხვით - მეხუთეზე).

📋 ყველაფერი მინსკის ევროპულ თამაშებზე

კომენტარები

ბოლო ამბები