Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსი მატეის დე ლიხტს უახლოვდება
  • მარჩელო ლიპის კომენტარი 19 წლის ჰოლანდიელზე

თუ მედიას დავუჯერებთ, სულ მალე ტურინის იუვენტუსი აიაქსის თინეიჯერ კაპიტანს, მატეის დე ლიხტს გადაიბირებს. იუვენტუსის სავარაუდო ახალწვეულზე კომენტარი გააკეთა მარჩელო ლიპიმ, რომლის ხელშიც ბევრ დიდ მცველს უთამაშია.

"ვფიქრობ, იუვენტუსისთვის საუკეთესო ახალწვეული დე ლიხტი იქნება. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად და დიდებული საფეხბურთო ინტელექტი აქვს. მისი წყალობით გუნდში ბალანსი არ შეირყევა. დე ლიხტი ტექნიკურადაც ძლიერია და მას გოლების გატანის უნარიც აქვს. 

შედარებების საჭიროება არც არის, მაგრამ კარიერაში ბევრი დიდი მცველი მინახავს - ალესანდრო ნესტა, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ჩირო ფერარა, ფაბიო კანავარო, მარკო მატერაცი... მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო 19 წლის ასაკში ასეთი მაგარი. დე ლიხტის დამატებით იუვენტუსი ერთი საფეხურით აიწევს ხარისხში, კიელინისთან და ბონუჩისთან ერთად ის იუვეს კიდევ უფრო გააძლიერებს - ტურინულ კლუბს მიზნის მიღწევა შეუძლია - შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება", - უთხრა ლიპიმ "ტუტოსპორტს".

კომენტარები

ბოლო ამბები