Thumbnail

ტორესის, ვილიასა და ინიესტას დუბლები იაპონიის ჩემპიონატში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვისელ კობე 5:3 ნაგოია - ვილიასა და ინიესტას დუბლები
  • საგან ტოსუ 4:2 შიმიძუ - ტორესის დუბლი

იაპონიის J ლიგაში პირველი წრე დასრულდა. მე-17 ტურის მატჩში ანდრეს ინიესტასა და დავიდ ვილიას ვისელ კობემ ნაგოიას უმასპინძლა და მეტოქეს 5:3 მოუგო. 4 გოლი ესპანელი ლეგიონერების ანგარიშზეა. ინიესტამაც და ვილიამაც დუბლები შეასრულეს.

ორივე ფეხბურთელმა თითო თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ვილიამ 27-ე და მე-80 წუთებზე გაიტანა, ხოლო ინიესტამ 63-ე და 69-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.

კობეს 21 ქულა დაუგროვდა და პირველი წრე მე-11ადგილზე დაასრულა. ვილიას ამ სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი. ინიესტა კი 3 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

პირველი წრის ბოლო ტურში ფერნანდო ტორესის საგან ტოსუმ შიმიძუს 4:2 მოუგო. 'ელ ნინიომ' დუბლი შეასრულა, ესპანელმა 4-წუთიან მონაკვეთში, მე-16 და მე-20 წუთებზე შეძლოს გოლების გატანა. საგან ტოსუ მე-16 ადგილზე და გასავარდნ ზონაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები