Thumbnail
  • 24 წლის მცველი სავარაუდოდ კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს
  • გიორგი გადრანმა აჭარული გუნდის შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა

ბათუმის დინამოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი გიორგი გადრანმა დატოვა. 24 წლის მცველმა აჭაულ გუნდში სულ 5 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს თავი თბილისის დინამოს კარში გატანილი გოლით დაამახსოვრა. ის მატჩი დინამო არენაზე ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.

გიორგი გადრანი კარიერას სავარაუდოდ ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს, რომელსაც ფინანსური კრიზისი აქვს. კახა ჩხეტიანის გუნდს ლიდერები ტოვებენ, მათ ნაცვლად კი ტორპედოში ახალი ფეხბურთლები მიდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები