Thumbnail

ეროვნული ლიგა | გიორგი დეკანოსიძე დილას მწვრთნელი აღარ არის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კლუბს და მწვრთნელს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა
  • დეკანოსიძის თავკაცობით დილამ 20 მატჩი გამართა: 6 მოგება, 4 ფრე და 10 წაგება

გორის დილას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი დეკანოსიძე გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. კლუბსა და 38 წლის სპეციალისტს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ  დილას მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი მოდებაძე შეასრულებს.

დეკანოსიძე დილაში მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10-ჯერ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები