Thumbnail

U18 საქართველოს ნაკრებმა შავი ზღვის თასზე მესამე ადგილი დაიკავა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა კალათბურთელებმა ოთხი მატჩიდან ერთი მოიგეს და სამი წააგეს
  • ბათუმში გამართული შავი ზღვის თასი ისრაელის 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო

დასრულდა ბათუმში მიმდინარე 18-წლამდელთა ნაკრებების სერია. ბოლო შეხვედრა საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი ებრაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 94:63 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს აკლდა ძირითადი გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების მწვთნელმა მილოშ გლიგორიევიჩმა გამოიძახა და მას თბილისში გამგზავრება მოუხდა.

მთლიანობაში ბათუმში შეკრებილ 3 ნაკრებს (ისრაელი, ბელარუსი, საქართველო) ერთმანეთში 2-2 მატჩის გამართვა მოუწია, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული. ისრაელმა საქართველო ორჯერვე დაამარცხა, ხოლო ბელარუსს 2-დან 1 მოუგო და შავი ზღვის თასი დაიმსახურა. მეორე ადგილზე გავიდა ბელარუსი 2 მოგებითა და 2 მარცხით, ხოლო ქართველებმა 4 ბათუმური მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს.

ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ, ისრაელისა და საქართველოს ნაკრებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ და აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვეს. საქართველოს ნაკრები აგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონისთვის, რომელიც 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები