Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - დასკვნითი, მეათე დღე
  • ქართველმა მოჭიდავემ გადამწყვეტი ბრძოლა რუს მეტოქესთან დათმო

მეორე ევროპულ თამაშებში, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს დასრულდება, რევაზ ნადარეიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო. ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა (-97 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ალეკსანდრ გოლოვინთან 1-5 წააგო და უმედლოდ დარჩა.

27 წლის მოჭიდავემ მინსკში გამოსვლა სომეხ არტურ ალეკსანიანთან წაგებით დაიწყო, თუმცა ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ნადარეიშვილმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი სანუგეშო რაუნდში მიიღო, სადაც ავსტრიელ დანიელ გასტლს 2-1 სძლია.

რევაზ ნადარეიშვილის შეხვედრა გასტლთან

მინსკში მედლისთვის ბოლო ქართველი სპორტსმენი სულ მალე იბრძოლებს. ფინალშია გასული თავისუფალი სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (-130), რომელსაც მეტოქედ ბელარუსი კირილ ჰრიშჩანკა ჰყავს.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 29 მედალია - 6 ოქრო, 9 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები