Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - დასკვნითი, მეათე დღე
  • საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა მინსკში 29-ე მედალი მოიპოვა 
  • სახილ ალახვერდოვმა ფინალში სომეხ არტურ ჰოვჰანისიანთან წააგო

მეორე ევროპულ თამაშებში, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს დასრულდება, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ვერცხლის მედალი მოკრივე სახილ ალახვერდოვმა მოუტანა. უმსუბუქეს წონაში (-49 კგ) მოასპარეზე მოკრივე გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ არტურ ჰოვჰანისიანთან დამარცხდა - 1-4.

📺 ალახვერდოვის შეხვედრა ჰოვჰანისიანთან

20 წლის მოკრივემ ფინალურ შეხვედრამდე იტალიელ ფედერიკო სერას (3-2), ბრიტანელ აქილ აჰმედს (3-2) და გერმანელ სალაჰ ომარ იბრაჰიმს (3-2) სძლია.   

ამრიგად, საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა მინსკში გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაოს მფლობელი ოთარ ერანოსიანი (-60) გახდა.

თამაშების ბოლო დღეს მედლებისთვის კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. ფინალშია გასული თავისუფალი სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (-130), ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რევაზ ნადარეიშვილს (-97) აქვს, რომელიც ჯერ რეპეშაჟში გამოვა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 29 მედალია - 6 ოქრო, 9 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები