Thumbnail
  • ქართველების გენტმა მეოთხე საკონტროლო მატჩი დიკელვენესთან გამართა - 6:0
  • გიორგი ბერიძემ სასტარტოში ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ - ცვლილებაზე
  • 22 წლის ნახევარმცველმა დუბლი ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩში შეასრულა

ქართველების გენტი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. იეს ტორუპის გუნდმა მეოთხე საკონტროლო მატჩი სამოყვარულო დიკელვენესთან ჩაატარა და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. რაც მთავარია, ამ თამაშში დუბლით გიორგი ბერიძე გამოირჩა, რომელიც გენტის სასტარტოში გამოჩნდა. 

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით უნგრულ უიპეშტში გაატარა, გენტის მაისურით დუბლი ზედიზედ მეორე საკონტროლო შეხვედრაში მიითვალა. წინა დღეს გიორგიმ ეს მერელბაკესთან (6:1) მეორე ტაიმში შეძლო, დიკელვენესთან ეს საოცრად მოკლე დროში - მე-3 და მე-4 წუთებზე გააკეთა.

გიორგი ბერიძემ მოედანზე საათი გაატარა, გენტის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ქვილათიამ კი ბოლო 30 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის და გენტთან ერთად ვერ ემზადება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანს შემოდგომით დაუბრუნდება.

მომდევნო შეხვედრას გენტი 6 ივლისს, ბერძნულ არისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები