Thumbnail

მინსკი 2019 | საქართველოს კიდევ ერთი ბრინჯაო გოგიტა არქანიამ მოუტანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეცხრე დღე
  • საქართველოს ოლიმპიური გუნდის აქტივში მინკსში მოპოვებული 26 მედალია
  • 32 წლის ქართველი კარატისტი მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი კარატისტმა გოგიტა არქანიამ (+84) მოუტანა. 

35 წლის ქართველმა სპორტსმენმა მინკსში გამოსვლა B ჯგუფში დაიწყო, სადაც ჯერ მასპინძელი ალეკსეი ვოდჩუსტი დაამარცხა (3-2), შემდეგ კი ორი ორთაბრძოლა ფრედ 0:0 დაასრულა - სერბ სლობოდან ბიტევიჩსა და ხორვატ ანჯელო კრესიჩთან. ამ შედეგით არქანიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაო გაინაღდა. სამწუხაროდ, გოგიტამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან წააგო - 0:8 და ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 26 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 13 ბრინჯაო. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები