- 8 მილიონი ევრო იანის ჰაჯის სანაცვლოდ
- გეორგე ჰაჯის შვილი რუმინეთის ასაკობრივი ნაკრების ლიდერია
კატალონიის ბარსელონა ყოფილი ფეხბურთელის, გეორგე ჰაჯის შვილის, იანის ჰაჯის დამატება სურს და მზად არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.
იანისი ვიიტორულ კონსტანტაში თამაშობს და გასულ სეზონში 39 თამაშში 14 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მას ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და 21-წლამდე ასაკობრივი ნაკრების ლიდერია.
20 წლის იანისმა გამოცდილება ფიორენტინაშიც მიიღო, სადაც მეორე გუნდში ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ძირითად გუნდში მას ორჯერ მოუწია თამაშია - პესკარასთან და კალიარისთან.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ჰაჯი პირველ სეზონს ბარსელონას მეორე გუნდში გაატარებს ან კატალონიელები მას ლა ლიგის რომელიმე კლუბში გაანათხოვრებენ.
''კარპატების მარადონა'' - ასე ეძახდნენ გეორგე ჰაჯის. რუმინელი ფეხბურთელი ორი წლის განმავლობაში კატალონიის ბარსელონაში თამაშობდა.
კომენტარები