Thumbnail

მინსკი 2019 | საქართველოს კიდევ ერთი მედალი დავით ჩხარტიშვილმა მოუტანა!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეცხრე დღე
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ბრინჯაო მოიპოვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ეს ჩვენი 27-ე მედალია მიმდინარე თამაშებში და ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მეხუთეა.

დავით ჩხარტიშვილმა 1/8-ფინალურ შეხვედრაში იტალიელ ჯაკოპო სანდრონს დამაჯერებლად სძლია (5-0), შემდეგ კი ხორვატი ივან ლიზატოვიჩი დაამარცხა (8-1) და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ უნგრელი ერიკ ტორბა შეხვდა. სამწუხაროდ, ჩხარტიშვილმა ტორბასთან დაძაბულ ბრძოლაში 5-6 წააგო.

ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში ჩხარტიშვილის მეტოქე რუმინელი რავზან არნაუტი იყო, რომელსაც ქართველმა მოჭიდავემ დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ჩხარტიშვილმა პირველი პერიოდი 0-3 დათმო, მაგრამ მეორეში გაათანაბრა და ბოლოს აღებული ქულის წესით, გამარჯვება იზეიმა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 27 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. 

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები