Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეცხრე დღე
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ფინალი დათმო
  • საქართველოს მონაგარი ჯამში 28 მედალია - 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (-67 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა! ეს საქართველოს მე-8 ვერცხლის, ჯამში კი 28-ე მედალია მიმდინარე თამაშებში. 

შმაგი ბოლქვაძემ რუს მეტოქესთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე გადაწყვეტ შეხვედრაში რუს ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდა. შმაგიმ პირველი პერიოდი ქულით მოიგო, მაგრამ მეორეში კაბალოევმა 3 ქულის აღება შეძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა.

ქართველმა ფალავანმა გამოსვლა 1/8-ფინალიდან დაიწყო და ავსტრიელ კრისტოფ ბურგერთან გამარჯვება ვადამდე იზეიმა (8-0), შემდეგ კი სერბ მეტ სემენსს აჯობა (2-0). ბოლქვაძემ ქულა არც ნახევარფინალში, სომეხ კარენ ასლანიანს ააღებინა - 5-0. 

📺 შმაგი ბოლქვაძის შეხვედრა ასლანიანთან

თამაშების დასკვნით დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიდევ ორი მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალშია გასული და ოქროს უმიზნებს იაკობ ქაჯაია (-130), ხოლო ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან რევაზ ნადარეიშვილი (-97) იბრძოლებს.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 28 მედალია - 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები