Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეცხრე დღე
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავანი ფინალშია
  • იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში მეტოქე სუფთა გდებით დაამარცხა 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია (-130 კგ) იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 26 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 13 ბრინჯაო. 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავანი გადამწყვეტ შეხვედრას 30 ივნისს, თბილისის დროით 15:30 სთ-ზე გამართავს და მისი მეტოქე მასპინძელი კირილ ჰრიშჩანკა იქნება.

ქაჯაიამ ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში ლიეტუველი რომას ფრიდრიკასი დაამარცხა (4-0), შემდეგ კი აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათის მოუგო (10-4). ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს დაუპირისპირდა და მეტოქეს სუფთა გდებით სძლია.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები