Thumbnail

ფუტსალი | თელასი საქართველოს ჩემპიონია! წინ ჩემპიონთა ლიგაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თელასი 2:0 TMC თბილისი
  • თელასმა ფინალური სერია 3:2 მოიგო

საქართველის ფუტსალის ლიგის თასის ფინალური სერიის მე-5 მატჩში თელასმა TMC თბილისს 2:0 მოუგო - საქართველოს ჩემპიონი გახდა!

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თელასი ჯანო გიორგაიას გოლით დაწინაურდა, რომელმაც ნუკრი ჭუმბურიძის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა - 1:0.

მეორე გოლი შოთა თოფურიას ანგარიშზეა, რომელმაც თელასს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა და საქართველოს ჩემპიონის რიგით მესამე ტიტულიც გაუნაღდა.

ავთანდილ ასათიანი (თელასის მწვრთნელი): უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თელასის მესამე ტიტულია და ჩემპიონობის მოპოვება ჩვენთვის ასეთი რთული არასდროს ყოფილა.

სხვა გუნდების პატივისცემის მიუხედავად, წელს სამი გამორჩეულად ძლიერი გუნდი იბრძოდა პირველობისთვის. თვითონ ფინალს რაც შეეხება, ხუთივე თამაში ძალიან ძნელი იყო.

დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა, ვთქვათ, ფსიქოლოგიური ფაქტორი - რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთელი სეზონის მანძილზე გაწეული შრომისთვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო ჯერ არ გვქონია, რადგან მთლიანად აქაურობაზე ვიყავით კონცენტრირებული. ბევრად სოლიდურ გუნდებთან გვექნება საქმე და სერიოზული მომზადება გვმართებს.“

კომენტარები

ბოლო ამბები