Thumbnail
  • გენტი ახალი სეზონისთვის ჩაკვეტაძის გარეშე, მაგრამ ორი ქართველით მაინც ემზადება
  • ქართველი ლეგიონერების გუნდმა საკონტროლო მატჩში ბელგიის ქვედალიგელს მოუგო
  • გენტის გოლების ნახევარი გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ბერიძის ანგარიშზე იყო 

ბელგიურმა გენტმა ახალი სეზონისთვის მზადება გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე, მაგრამ გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ბერიძესთან ერთად დაიწყო. ახლახან ქართველების გუნდმა საკონტროლო მატჩში ქვედა ლიგის მერელბაკე ანგარიშით 6:1 დაამარცხა, გენტის 6 გოლიდან 3 კი ქვილითაიამ და ბერიძემ გაიტანეს.

📺 მერელბეკე 1:6 გენტი

KFC Merelbeke - KAA Gent: 1-6

De buren van KFC Merelbeke waren een maatje te klein voor de Buffalo's en kregen er op het veld van JV De Pinte zes om de oren.

Posted by KAA Gent on შაბათი, 29 ივნისი, 2019

გიორგი ქვილითაია, რომელმაც ივნისის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო, მწყობრშია. 25 წლის ფორვარდმა მერელბაკესთან სასტარტოში იყო და მე-18 წუთზე ანგარიშიც მან გახსნა. მე-60 წუთიდან ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელმაც დუბლი 61-ე და 84-ე წუთზე გატანილი გოლებით მიითვალა. 

გიორგი ბერიძე უნგრეთში გატარებული სეზონის შემდეგ გენტთან ერთად ემზადება

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველმა წინა სეზონი იჯარით უნგრულ უიპეშტში გაატარა, ახლა კი გენტში დაბრუნდა. ბერიძეს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ოპერაცია გაზაფხულზე გაიკეთა, მოედანს შემოდგომამდე ვერ დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები