Thumbnail

'ეს ღალატი იქნება' - რომან დოლიძე უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა YouTube-არხზე შეკითხვებს უპასუხა
  • 30 წლის დოლიძე, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, მოქალაქეობის შეცვლას გამორიცხავს

შერეული ორთაბრძოლების ცნობილი მებრძოლი რომან დოლიძე (6-0), რომელსაც სულ მალე UFC-ში დებიუტი უნდა ჰქონდეს, კატეგორიულად აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობას არ მიიღებს. 30 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც წლებია უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლახან YouTube-არხზე შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა კი უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ეხებოდა.
 
"არა, მე ქართველი ვარ. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. ეს არ მიშლის ხელს, მიყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მიყვარს. ამას ფულის გულისთვისაც კი არ გავაკეთებ. მგონია, რომ თუ ასეთ რამეს ჩავიდენ, საკუთარ თავს ვუღალატებ", - ამბობს დოლიძე.

ნახევრადმძიმე წონაში შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა, სადაც ორგანიზაცია World Warriors Fighting Championship-ში გამოდიოდა. მის ანგარიშზე ექვსიდან ექვსი მოგებაა. დოლიძემ ბოლო შეხვედრა WWFC-ში მიხალ პასტერნაკთან გამართა და მეტოქე მესამე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები