Thumbnail

'ტრანსფერებზე პასუხი ისევ არ მაქვს' - პოჩეტინო ხელმძღვანელობაზე გაბრაზებულია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტოტენჰემს ტრანსფერი 2018 წლის იანვრის შემდეგ არ გაუკეთებია...
  • "მადრიდის ფინალში ბარსელონასთან თამაში მინდოდა" - ამბობს პოჩი

მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემში ტრანსფერი 2018 წლის იანვრის შემდეგ არ გაუკეთებია და ამბობს, რომ სატრანსფერო პოლიტიკაზე გუნდის ხელმძღვანელობისგან პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს.

სპურსის პირველი ახალწვეული სავარაუდოდ ლიდს იუნაიტედის ვინგერი -  ჯეკ კლარკი იქნება, რომელიც სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის.

"ჩელსიში, არსენალში და ტოტენჰემში ის თავისუფლება არ არის, როგორიც პეპს და კლოპს აქვთ, ერთს სიტიში მეორეს ლივეპრულში" - ამბობს პოჩეტინო კონკურენტებზე.

"სიტიში გვარდიოლას გუნდის განვითარებაზე სრული კონტროლი აქვს, ტოტენჰემში და სხვა კლუბებში სხვა სისტემა მუშაობს."

პოჩეტინოს ლივერპულთან წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ჰკითხეს "მადრიდში ბარსელონასთან შეხვედრა უფრო მსურდა, მესისთან სათამაშოდ ვემზადებოდი..."

კომენტარები

ბოლო ამბები