Thumbnail
  • კოლუმბია 0:0 ჩილე
  • სამი ნახევარფინალისტი ცნობილია 
  • ურუგვაი პერუს მატჩი მეოთხედფინალებს დაასრულებს

'არენა კორინთიანსზე' კოპა ამერიკის 1/4-ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა გაიმართა. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩილე კოლუმბიის ნაკრებს შეხვდა. ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა და ნაკრებებმა ნახევარფინალისტის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიის დახმარებით გაარკვიეს. ჩილემ 5:4 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ურუგვაისა და პერუს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ჩილეს ნაკრებმა შეხვედრაში გოლი 2-ჯერ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ორივე გოლი გააუქმა. მატჩის მე-15 წუთზე არანგისმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჩილე დააწინაურა, თუმცა პიტანამ ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, გოლი გააუქმა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ჩილელებმა მეორედ 70-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ ამ მომენტში ვიდალის გოლი არგენტინელმა მსაჯმა იმიტომ გააუქმა, რომ მარიპანს ბურთი ხელზე მოხვდა.

თერთმეტმეტრიანებში ანგარიში 4:4 იყო, როდესაც ვილიამ ტესილიომ ბურთი კარს ააცილა - ალექსის სანჩესმა გაიტანა და ჩილეს მორიგი ტრიუმფისკენ გზა გააგრძელებინა. კოლუმბიის ნაკრები კოპა ამერიკიდან ისე გავარდა, რომ ძირითად დროში გოლი არ გაუშვია.

კომენტარები

ბოლო ამბები