Thumbnail
  • ვენესუელა 0:2 არგენტინა
  • 0:1 ლაუტარო მარტინესი (10), 0:2 ლო სელსო (74)

"მარაკანაზე" კოპა ამერიკა 2019-ის 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც არგენტინის ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდა და 2:0 მოუგო. ლიონელ სკალონის გუნდი ნახევარფინალშია და სამშაბათს ბელუ ორიზონტეში მასპინძელ ბრაზილიას ხვდება.

ანგარიში მე-10 წუთზე ლეო მესის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიხსნა - სერხიო აგუეროს დარტყმას მიმართულება საჯარიმოში ლაუტარო მარტინესმა ქუსლით შეუცვალა - 1:0.

მეორე ტაიმში ვენესუელთა მცირე სათამაშო უპირატესობა სახიფათო ეპიზოდებში მხოლოდ ერთხელ აისახა - როცა არმანიმ არგენტინა აშკარა გოლისგან იხსნა.

74-ე წუთზე ვენესუელა მეკარემ დააღალატა, რომელმაც აგუეროს დარტყმული ხელში ვერ შეიმაგრა, შეცვლაზე შესულმა ლო სელსომ კი არგენტინელთა მეორე გოლი გაიტანა - 0:2. 

ვენესუელა 0:2 არგენტინა

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (10), 0:2 ლო სელსო (74)

ვენესუელა (4-1-4-1): ფარინიესი - ერნანდესი, ჩანსელორი, მაგო (56. სოტელდო), როსალესი (83. სეიხასი) - მორენო - მურილიო, ერერა, რინკონი, მაჩისი (71. ხ. მარტინესი) - რონდონი

არგენტინა (4-3-3): არმანი - ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, პარედესი, აკუნია (68. ლო სელსო) - მესი, აგუერო (85. დიბალა), ლაუტარო მარტინესი (64. დი მარია)

კომენტარები

ბოლო ამბები