Thumbnail

MMA | რაულ თუთარაულმა ბრაზილიელი მეტოქე პირველ რაუნდში გაანადგურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირის, M-1 Challenge-ის ეგიდით გაიმართა
  • რაულ თუთარაულის მიზანი M-1-ის ქამრის მოპოვება და შემდეგ, UFC-ში გადასვლაა

რაულ თუთარაულმა მორიგი ბრძოლა გამართა შერეულ ორთაბრძოლებში და კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ბრაზილიელ მეტოქეს, პერეირას დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში დაამთავრა ორთაბრძოლა. თუთარაულის მეტოქე უშანსოდ იყო. 

თუთარაულის და პერეირას ორთაბრძოლა MMA-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირის, M-1 Challenge-ის ეგიდით გაიმართა. popsport.com-თან ინტერვიუში რაულმა განაცხადა, რომ მისი უახლოესი მიზანი სწორედ M-1-ის ქამრის მოგებაა, ამ ქამრისთვის ბრძოლის საშუალება კი წესით ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ უნდა მიეცეს, ამ ყველაფერს კი UFC მოჰყვება.

რაულ თუთარაული პერეირას წინააღმდეგ

ჩემი ძმა რაული თუთარაული გამანადგურებელი 💪💪🤜🤛 შემოგევლე ლომო გილოცავ ❤️

Posted by პაატა წერეთელი on პარასკევი, 28 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები