Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მერვე დღე
  • დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს წარმომადგენელმა გაიმარჯვა

მინსკის ევროპულ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენელი მოკრივე უმსუბუქეს წონაში (49 კგ) სახილ ალახვერდოვი იტალიელ ფედერიკო სერას შეხვდა. ეს ნახევარფინალური ორთაბრძოლა იყო და სახილმა 3:2 მოიგო. პირველ ორ რაუნდში ალახვერდოვის უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მესამე იტალიელის იყო.

რუსმა, გვატემალელმა და ებრაელმა მსაჯებმა საქართველოს წარმომადგენელს მიანიჭეს უპირატესობა. მაშ ასე, სახილ ალახვერდოვი ფინალშია და ოქროსთვის იბრძოლებს. სულ მცირე, ვერცხლის მედალი გარანტირებულია! ფინალი კვირას, 30 ივნისს გაიმართება. 

მისი მეტოქე ფინალში სომეხი არტურ ჰოვჰანესიანი იქნება.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები