Thumbnail

კონფლიქტი გარნეტთან და კავაის ეპიზოდი - ზაზა NBA-ს ამბებს იხსენებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაზა ფაჩულიამ კევინ გარნეტთან კონფლიქტზე ისაუბრა
  • კავაი ლეონარდის ამბის გამო, ზაზას ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია ქართველ სტარტაპერებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში შეხვდა.

ზაზა ფაჩულიამ დამსწრე საზოგადოებას წარმატების საკუთარი ისტორია გააცნო, კარიერაში პირველი ნაბიჯები გაიხსენა - რა წინააღმდეგობებისა და სირთულეების გადალახვა მოუწია სპორტსმენს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ზაზამ თავისის კარიერის ორი რთული მომენტი გაიხსენა - მომენტი, როდესაც კავაი ლეონარდის გამო მთელი ამერიკა მის წინააღმდეგ განეწყო და კევინ გარნეტთან დაპირისპირებები.

ზაზა კავაი ლეონარდთან შეჯახებას იხსენებს 📺

ფაჩულია კევინ გარნეტთან დაპირისპირებებზე საუბრობს 📺

კომენტარები

ბოლო ამბები