Thumbnail
  • Def Pen: ზაიონ უილიამსონს გვერდში კარგი ცენტრი სჭირდება
  • ინდიანა მაილს ტერნერის დათმობას არ აპირებს

20 ივნისს NBA-ს დრაფტზე გოგა ბითაძე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აიყვანა. გოგას პრეზენტაციაზე 19-ნომრიანი მაისურაც გადასცეს და კლუბის პრეზიდენტი კევინ პრიჩარდიც აღფრთოვანებულია შენაძენით, თუმცა ამერიკული მედიის დიდი ნაწილი მაინც პესიმისტურად უყურებს გოგას სიტუაციას ინდიანაში - მათი მტკიცებით, მაილს ტერნერთან და დომანტას საბონისთან ერთად როტაციაში გოგას ძალზე ცოტა სათამაშო დრო მიეცემა. 

Def Pen-ის ინფორმაციით, არის შანსი, რომ გოგას ეს არცთუ სახარბიელო პერსპექტივა შეიცვალოს. გამოცემა ნიუ ორლეანსში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ პელიკანსმა ლეიკერსს ენტონი დევისი რამდენიმე კალათბურთელში გაუცვალა, ხოლო დრაფტის პირველ ნომრად ფორვარდი ზაიონ უილიამსონი აიყვანა. გამოცემის აზრით, ზაიონს გვერდში კარგი ცენტრი ესაჭიროება - 8 კანდიდატს შორის ნომერ პირველ ვარიანტად კი ინდიანას ცენტრი მაილს ტერნერი მიიჩნევა:

წაიკითხე | ზაიონთან ერთად ძნელია - გოგა ბითაძის კადრი, რომელმაც სოციალური ქსელები მოიარა

"პელიკანსში იციან, რომ ეს შესაძლოა, აუხდენელი ოცნებაა, თუმცა ინდიანას წინახაზი გადაჭედილია - მაილსი დროს უყოფდა საბონისსა და თადეუს იანგს. იანგი, ალბათ, ახალ კლუბს იშოვის, მაგრამ პეისერსმა ახლა ახალი ცენტრი დრაფტიდან დაიმატა - გოგა ბითაძე. გოგა მართლაც კარგი ცენტრია და ის უკვე მზად არის NBA-ში სათამაშოდ. ის შესანიშნავად აყენებს "სქრინებს", არის კარგი მსროლელი შორი დისტანციიდან და კარგად კითხულობს თამაშს ფარქვეშ. რომ დავუფიქრდეთ, თუ პეისერსს არ სურს ტერნერთან განშორება, შესაძლოა, ნიუ ორლეანსმა ინდიანას ბითაძის დატრეიდების ინიციატივით მიმართოს", - წერს Def Pen-ის NBA-ს ექსპერტი და რედაქტორი დევიდ მოროუ. 

შეგახსენებთ, რომ გოგასა და ზაიონის გზები ერთხელ უკვე გადაიკვეთა - ინტერნეტი მოიარა დრაფტის მედია დღის ფოტომ, სადაც ზაიონ უილიამსონი და გოგა ბითაძე ერთად წარუდგნენ ჟურნალისტებს, თუმცა ამერიკელმა ქართველს მედიის მთელი ყურადღება "მოპარა". სხვათა შორის, ამ ფაქტმა ამერიკაში გოგას ცნობადობაზეც დადებითად იმოქმედა. 

კომენტარები

ბოლო ამბები