Thumbnail

მინსკი 2019 | მოკრივე ოთარ ერანოსიანმა საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მერვე დღე
  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აქტივში 25 მედალია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობს ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მორიგი მედალი მოკრივე ოთარ ერანოსანმა მოუტანა. ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ერანოსიანი რუს გაბილ მამედოვს დაუპირისირდა და სამწუხაროდ, 0:5 დამარცხდა. ანუ, 5-ვე მსაჯმა უპირატესობა რუს მოკრივეს მიანიჭა. შესაბამისად, ოთარმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოთარ ერანოსიანმა მერვედფინალში ფრანგი ჯორდან როდრიგესი 5:0 დაამარცხდა, მეოთხდფინალში კი აზერბაიჯანელ ჯავიდ ჩალაბიევს 3:2 სძლია. სწორედ ამ მოგებით დაიბევა ორანესიანმა ბრინჯაოს მედალი, თუმცა შედეგის გაუმჯობესება ვეღარ შეძლო.  

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 25 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. მედლების საერთო ჩათვლაში საქართველო მეხუთეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები