Thumbnail

სტუმრად ზაზას აკადემიაში - ბითაძემ და ნახბარმა ბავშვებს გამოცდილება გაუზიარეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფაჩულიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თამაში ჯერ კიდევ სურს
  • ზაზას დეტროიტთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება

თბილისში საინტერესო საკალათბურთო ღონისძიება გაიმართა. ზაზა ფაჩულიამ საკუთარ აკადემიაში ინდიანა პეისერსის ქართველ ახალწვეულ გოგა ბითაძეს და NBA-ს ყოფილ მოთამაშეს, ბოშტიან ნახბარს უმასპინძლა. ცნობილი ქალათბურთელები აკადემიის მოთამაშეებს შეხვდნენ და მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

ზაზა ფაჩულიას თქმით, რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გახდება და შეთავაზებებს დაელოდება. ფაჩულიას ჯერ კიდევ უნდა კალათბურთის თამაში, თუმცა აცნობიერებს რომ ასაკიდან გამომდინარე, ეს ადვილი არ იქნება. ზაზა საქართველოში ისვენებს და დროს ოჯახთან ერთად ატარებს, 1 ივლისს კი სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და საქმესაც მიხედავს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ზაზა ფაჩულიას დეტროიტთან კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება.

ფაჩულიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეები საჭირო რჩევებს იღებენ. მართალია, გოგა ბითაძე თვითონ არის ძალიან ახალგაზრდა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ ევროპულ კალათბურთში უკვე მიიღო გამოცდილება. შესანოშნავი კარიერა ჰქონდა ნახბარს და მანაც გაუზიარა აკადემიის მოთამაშეებს თავისი ემოციები, გამოცდილება. ფაჩულიას თქმით, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, რადგან ყველაფერი ისე ადვილი არაა, როგორც ხშირად გარედან ჩანს და ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები

ბოლო ამბები