Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
  • ნიკა უიმბლდონის ძირითად ბადეში მე-4-ედ ითამაშებს

ლონდონში დიდი სლემის წლის მე-3 ტურნირის, უიმბლდონის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე მე-18 ჩოგნად არის განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) პირველ წრეში ბრიტანელ ჯეიმს ვარდს (205) ხვდება. ვარდისთვის უიმბლდონი მშობლიური ტურნირია, ის ძირითად ბადეში მეცხრედ თამაშობს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება მე-3 წრეში გასვლა (2015 წ) იყო. ვარდი არასდროს არ ყოფილა მსოფლიოს 89-ე ჩოგანზე მაღლა რეიტინგში. ATP-ის ტურზე ნიკა მას არასდროს შეხვედრია. 

ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში მეოთხედ ითამაშებს. მისი საუკეთესო შედეგიც მე-3 წრეში გასვლაა (2015).

ტურნირს ნიკა ცუდ ფორმაში ხვდება - ზედიზედ 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს და ბალახის კორტებზე წლეულს არ მოუგია. ბასილაშვილი V ვარდი ორშაბათს გაიმართება. 

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკას უიმბლდონის მე-2 წრეში ბრიტანელი დანიელ ევანსისა (65) და არგენტინელი ფედერიკო დელბონისის (76) მატჩის გამარჯვებული ელის. 

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს ხვდება. ტურნირის მე-2 ნომერი როჯერ ფედერერი კი სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს ეთამაშება.
რაფა ნადალი მე-3 ნომრად არის განთესილი, ის იაპონელ იუიჩი სუგიტას ხვდება. 

კალაშნიკოვა წყვილებში

უიმბლდონის ღია პირველობის ძირითად ბადეში კიდევ ერთი ქართველია - წყვილებში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა (72 წყვილების რეიტინგი) ჩინელ სინუან ჰანთან (ჩინეთი) წყვილშია და პირველ წრეში ჩინელი ქიან ვანგისა და ავსტრალიელი დარია გავრილოვას დუეტს ხვდება. 28 წლის კალაშნიკოვას საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე მე-2 წრეში გასვლაა.  

წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო ფონდი £ 23 500 000-ია.  

კომენტარები

ბოლო ამბები