Thumbnail
  • ეროვნული ლიგის ლიდერი 25 წლის მარჯვენა მცველით გაძლიერდა
  • ლევან გეგეჭკორი ბოლოს ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა

ბათუმის დინამო განაგრძობს გაძლიერებას. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა 25 წლის მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი დაიმატა, რომელიც ბოლოს ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა, იქამდე კი არაერთი ქართული გუნდის ღირსებას იცავდა, მათ შორის თამაშობდა თბილისის დინამოში, საჩხერის ჩიხურასა და რუსთავში. 2016 წელს, გეგეჭკორი ცოტა ხნით ბათუმის დინამოშიც იყო.

ბათუმში ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა. ლევან გეგეჭკორი 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ხელშეკრულების თანახმად, მცველი აჭარულ გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ გეგეჭკორმა ბოლო მატჩი ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში სწორედ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართა და იმ შეხვედრაში გოლიც გაიტანა. მატჩი ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ეგიდით ჩატარდა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

ლევან გეგეჭკორის გოლი ბათუმის დინამოს კარში

 

კომენტარები

ბოლო ამბები