Thumbnail
  • მადრიდის რეალი დონი ვან დე ბიიკის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობს
  • ამსტერდამის აიაქსს 22 წლის ნახევარმცველში გაცილებით მეტის მიღებას სურს

მადრიდის რეალი ამსტერდამის აიაქსის ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირებას ცდილობს. როგორც ესპანური მედია იუწყება, მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებას ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით ვერ ახერხებენ.

ნიდერლანდურ კლუბს ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობის წინაშე არ დგას, თუ გავითვალისწინებთ ფრენკი დე იონგის ბარსელონაში უკვე შემდგარ ტრანსფერს (75 მლნ ევრო) და მატეის დე ლიხტის მოსალოდნელ გადასვლას ტურინის იუვენტუსში (დაახლოებით იმავე ფასად). ამის გამო, აიაქსმა ჰავბეკის ფასი 65 მილიონი ევროთი განსაზღვრა. რეალში კი ფიქრობენ, რომ დე ბეეკი ამდენი არ ღირს, თუმცა მზად არიან, 50 მილიონი ევრო გადაიხადონ. 

22 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაში ჯერ იუვენტუსს გაუტანა, შემდეგ ტოტენჰემს

მიუხედავად უთანხმოებისა, ვან დე ბეეკი კვლავაც რჩება რეალის სათადარიგო ვარიანტად იმ შემთხვევისთვის, თუკი სამეფო კლუბი მთავარ სამიზნეს - მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებს.

დონი ვან დე ბეეკის გადაბირება არამხოლოდ მადრიდის რეალს სურს. ჰოლანდიის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს პარი სენ-ჟერმენი და ტოტენჰემიც იჩენენ.

ვან დე ბეეკმა ერედივიზიეს გასულ სეზონში 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 10 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები