Thumbnail
  • უეფა ევროთასებზე ქართულ და რუსულ კლუბებს ერთამენთს არ აარიდებს 
  • ორგანიზაციის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება, არ შეიცვლება
  • ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციაზე რუსეთში ნამდვილი პანიკაა 

უეფა არ აპირებს, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ევროთასების საკვალიფიკაციო თუ ჯგუფური ეტაპების წილისყრისას,  ქართული და რუსული საფეხბურთო კლუბები ერთმანეთს აარიდოს. 

"უეფას აღმასკომის 2014 წლის გადაწყვეტილებით, საქართველოს და რუსეთის გუნდებს ერთამენთის წინააღმდეგ თამაში კვლავაც შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ იგეგმება", - ნათქვამია უეფას პრესსამსახურის განცხადებაში, რომელაც ТАСС აქვეყნებს.

უეფაში ასეთი განცხადება, ქართული კლუბების მიერ ახლახან გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთეს, რომლებმაც რუსეთის ოკუპაცია სპეციალური მაისურებით გააპროტესტეს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მანამდე აღნიშნეს, რომ ამის გამო ქართული კლუბები არ დაისჯებიან.

მეტი ამ თემაზე: ქართული კლუბები არ დაისჯებიან - უეფას პასუხი რუსებს

ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა რუსეთის ანექსია გააპროტესტეს

საქართველო წელს ევროთასებზე ოთხი კლუბითაა წარმოდგენილი. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო გამოდის, ევროპალიგის საკვალიფიკაციოში კი - თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა.

ჯერჯერობით, ქართული და რუსული კლუბების გზები ევროთასებზე არ იკვეთება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში (პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე) მოლდოვურ შერიფთან შედგება. ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი, საბურთალო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს შეხვდება.

რაც შეეხება ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული ქართული კლუბების მეტოქეებს, თბილისის დინამო პირველ ეტაპზე ლა ფიორიტასა (სან მარინო) და  ენგორდანის (ანდორას) წყვილში მოგებულს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში კი, მეტოქედ აზერბაიჯანული გაბალა ეყოლება.

ტორპედოს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ყაზახური ორდაბასი ჰყავს, რომელსაც კახაბერ ცხადაძე წვრთნის. კახა ჩხეტიანის გუნდი, აქ წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ჩეხურ მლადა-ბოლესლავს შეხვდება.

ჩიხურას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ლუქსემბურგის ფოლა ეში შეხვდა და თუკი სოსო ფრუიძის შეგირდები ამ ეტაპს გაივლიან, მეორეში შოტლანდიური აბერდინისა და ფინურ როვანიემს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები