Thumbnail

ტედი რინერი ბრუნდება - ფრანგი ძიუდოისტი კანადაში იჭიდავებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 18-თვიანი პაუზის შემდეგ, ტედი რინერი ტატამს უბრუნდება
  • მონრეალის გრან პრი 5 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება

ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი, რომელიც ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ათგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია ტატამს უბრუნდება და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს.

რინერმა საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 18-თვიანი პაუზის შემდეგ მონრეალის გრან პრიზე იჭიდავებს. ტედი ტატამზე 7 ივლისს გამოვა. ფრანგმა ბოლოს მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ღია პირველობაზე იჭიდავა და ფინალში თომა ნიკიფოროვს მოუგო.

ტედი რინერი V თომა ნიკიფოროვი - მარაკეშის ტურნირი

ტედი რინერი V თომა ნიკიფოროვი - მარაკეშის ტურნირი

Posted by Silk Sport on პარასკევი, 28 ივნისი, 2019

გთავაზობთ მიმართვას, რომელიც რინერმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა

მოგესალმებით ყველას. ძალიან ბევრ შეტყობინებას მიგზავნიდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დავუბრუნდებოდი ტატამს, ახლა უკვე პასუხი მაქვს.

მწვრთნელებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე და მონრეალის გრან პრიზე ვიასპარეზებ. უბედნიერესი ვარ. ამას ველოდებოდი, ხელებსა და ფეხებში სხვა ძალა ვიგრძენი.

გამოვტოვე ტურნირები, სენსაციები, ადრენალინი, ეტაპები - ეს ყველაფერი დამაკლდა. 18-თვიანი პაუზა ძალიან დიდია. ეს ახალი ნაბიჯია ტოკიოს ოლიმპიადისკენ მიმავალ გზაზე.

მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის, რომლებიც მე ძალიან დიდ ძალას მაძლევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები