Thumbnail

სენსაცია - ლებრონ ჯეიმსი ენტონი დევისს 23-ნომერს უთმობს!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დიდი ალბათობით, ლეიკერსში 23 ნომერი დევისი იქნება
  • ლებრონ ჯეიმსი კი 6 ნომრით ითამაშებს

Yahoo Sports-ის რეპორტიორი კრის ჰეინსი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს - მისი თქმით ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდის ახალვწეულ ენტონი დევისს 23-ნომრიანი მაისურა დაუთმო!

ჯერ უცნობია, რომელი ნომრით ითამაშებს თავად ლებრონი ახალ სეზონში, თუმცა კარიერის განმავლობაში მას 6-იანითაც უთამაშია - მაიამი ჰითში 4 სეზონის განმავლობაში. როგორც კი ჯეიმსი კლივლენდში გადავიდა, მან თავისი 23-ნომრიანი მაისურა დაიბრუნა და ამავე ნომრით ითამაშა გასულ სეზონში ლეიკერსის შემადგენლობაში.

"მეფე" ამ გულუხვი ჟესტით იწყებს ახალ თანაგუნდელთან ერთად თამაშს. შეგახსენებთ, რომ ლეიკერსმა ენტონი დევისი დიდი გაცვლის შემდეგ მიიღო - ნიუ ორლეანსმა მის სანაცვლოდ ლეიკერსისგან ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრემი, ჯოშ ჰარტი და დრაფტის მე-4 ნომერი მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები