Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეშვიდე დღე
  • ელიზბარ ოდიკაძემ უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა
  • ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის აქტივში 24 მედალია

მინსკში მიმდინარეობს რიგით მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მორიგი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ელიზბარ იდიკაძემ ევროპულ თამაშებში წარმატებით იასპარეზა. პირველ ორთაბრძოლაში სომეხი სარგის ოვსეპიანი 13:2 დაამარცხა, შემდეგ კი აზერბაიჯანელ ნურმაგომედოვთან 3:7 წააგო. ქართველმა ფალავანმა დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა და ჯერ პოლონელი რადოსლავ ბარანი დაამარცხა, ბოლოს კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც მოიგო. 

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 24 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 11 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები