Thumbnail

ეროვნული ლიგა | კუტალიას ეფექტური გოლი - თბილისის დინამო ლიდერებს მიუახლოვდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სიონი 0:3 დინამო თბ.
  • დინამო თბილისი ლიდერებს 1 ქულით ჩამორჩება

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მორიგი შეხვედრა ბოლნისში გაიმართა, სადაც სიონმა თბილისის დინამოს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. დინანომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. 

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, როდესაც აკაკი შულაიას ჩაწოდების შემდეგ ლევან შენგელიამ გამოიჩინა თავი. 70-ე წუთზე, შენგელიამ თავური დარტყმით გაიტანა და დუბლი შეასრულა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ლევან კუტალიამ ქუსლით ეფექტური გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:3.

ლევან კუტალიას გოლი

სატურნირო ცხრილს 39-39 ქულით ბათუმის დინამო და თბილისის საბურთალო უდგანან სათავეში, მესამე ადგილზე კი 38 ქულით თბილისის დინამოა.

კომენტარები

ბოლო ამბები