Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მეშვიდე დღე
  • გადამწყვეტ შეხვედრაში ლადო აზერბაიჯანელ  ჰაჯი ალიევთან დამარცხდა
  • ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის აქტივში 23 მედალია

მინსკში მიმდინარეობს რიგით მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მორიგი მედალი ლადო ხინჩეგაშვილმა მოუტანა, თუმცა არა იმ სინჯის მედალი, რომელიც ქართული სპორტის ქომაგებს სურდათ. 28 წლის ქართველმა მოჭიდავემ თავისუფალი სტილის 65 კილოგრამ წონაში ფინალი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

ფინალი აზერბაიჯანელის უპირატესობით წარიმართა. ალიევმა მალევე აღო 4 ქულა, რასაც ქართული პროტესტი და 2 ქულის დაკლების მოთხოვნა მოჰყვა. მოთხოოვნა არ დაკმაყოფილდა და ალიევი 5:0 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ხინჩეგაშვილმა სცადა სხვაობის აღმოფხვრა და 2 ქულა აიღო, თუმცა შემდეგ ისევ აზერბაიჯანელმა შეასრულა ილეთი და საბოლოოდ, 10:2 გაიმარჯვა.

ლადო ხინჩეგაშვილის ფინალური ორთაბრძოლა

ფინალამდე ხინჩეგაშვილმა ბრწყინვალედ იარა: 1/4 -ფინალში მოლდოველი მეტოქე, ანდრეი პერპელიცა დაამარცხა. ნახევარფინალში ლადო რუს მეტოქეს, ახმეტ ჩაკაევს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 8:2. 

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მინსკში ვერცხლს დასჯერდა

ამ დროისთვის ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 23 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველო საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

მეორე ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები